კონფიდენციალურობის პოლიტიკა
მოკლედ
- ამ საიტზე არ არის cookie-ები, ანალიტიკა ან ტრეკერები.
- Natro შენს მონაცემებს ინახავს იმ სერვერზე, სადაც მუშაობს.
- სხვა სერვისებს მონაცემებს მხოლოდ შენთვის პასუხის გასაცემად უგზავნის.
- არაფერი იყიდება და არაფერი გამოიყენება რეკლამისთვის.
ვინ ვართ
Natro-ს ქმნის ნიკოლოზ ტუხაშვილი, ფიზიკური პირი საქართველოში. მოგვწერე: contact@natro.ge.
ეს საიტი
natro.ge არ იყენებს cookie-ებს და ანალიტიკას. საიტს Cloudflare ემსახურება და უსაფრთხოებისთვის სტანდარტულ ჟურნალებს ინახავს. შენახვის ვადა დასაზუსტებელია
Natro-ს აპი
Natro ამუშავებს იმას, რასაც „OK Natro“-ს შემდეგ ამბობ, რასაც წერ, თავის პასუხებს, შენს მეხსიერებასა და ჩანაწერებს, და იმას, რაც მის ინსტრუმენტებს შენს მოწყობილობებზე სამოქმედოდ სჭირდება. ყველაფერს ინახავს სერვერზე, სადაც Natro მუშაობს.
სერვისები, რომლებსაც Natro იყენებს
მხოლოდ ის, რაც თითოეულ მოთხოვნას სჭირდება, მხოლოდ პასუხისთვის.
| სერვისი | რას იღებს | რისთვის |
|---|---|---|
| Anthropic (Claude) | შენს მოთხოვნას და საჭირო კონტექსტს | გაგება და პასუხი |
| Google Cloud Speech-to-Text | ხმას გამოღვიძების სიტყვის შემდეგ | მეტყველების ამოცნობა |
| Google Gemini | მხოლოდ ჩვეულებრივ, არაპირად მოთხოვნებს | სწრაფი პასუხები, სურვილისამებრ |
| Tavily | საძიებო მოთხოვნებს | ინტერნეტში ძიება |
| Google Maps | ადგილებს და მისამართებს, რომლებზეც კითხულობ | მგზავრობის დრო |
| Spotify | დაკვრის ბრძანებებს | მუსიკის მართვა |
სია დაზუსტდება კონფიდენციალურობის აუდიტში
Google-ის მომხმარებლის მონაცემები
Natro კითხულობს Gmail-ს, Calendar-ს, Tasks-ს, Drive-სა და Docs-ს მხოლოდ იმისთვის, რასაც სთხოვ. ეს მონაცემები არ იყიდება, არ გამოიყენება რეკლამისთვის და არც AI მოდელების გასაწვრთნელად.
Natro-ს მიერ Google API-ებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენება შეესაბამება Google API Services User Data Policy-ს, მათ შორის Limited Use მოთხოვნებს.
რამდენ ხანს ინახება
მეხსიერება და ჩანაწერები: სანამ არ წაშლი. მოთხოვნების ჟურნალი: ვადა დასაზუსტებელია
შენი არჩევანი
Natro-ს წვდომა Google-ზე შეგიძლია გააუქმო აქ: myaccount.google.com/permissions. შენი მონაცემების სანახავად ან წასაშლელად მოგვწერე: contact@natro.ge.
ცვლილებები და კონტაქტი
როცა პოლიტიკა იცვლება, ზემოთ თარიღიც იცვლება. კითხვები: contact@natro.ge.